ხაშურში ძლიერი წვიმისა და მდინარე შოლას ადიდების შედეგად დატბორილია რამდენიმე ქუჩა [ფოტო]
ხაშურში ძლიერი წვიმისა და მდინარე შოლას ადიდების შედეგად დატბორილია რამდენიმე ქუჩა [ფოტო]

ხაშურში ძლიერი წვიმისა და მდინარე შოლას ადიდების შედეგად დატბორილია რამდენიმე ქუჩა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა იმერეთის, ლომოურისა და ყიფიანის ქუჩებზე.

წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა, დატბორილია ხაშურის ბაზარიც.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.