ხაშურის საავადმყოფოში მშობიარის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ
ქალაქ ხაშურის საავადმყოფოში, მშობიარობის დროს 40 წლის ქალი გარდაიცვალა. ხაშურის შინდარას დასახლებაში მცხოვრები კურტანიძეების ოჯახი ქალის გარდაცვალებაში ხაშურის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები გარდაცვალების მიზეზად საკეისრო კვეთის დაგვიანებულად ჩატარებას ასახელებენ.
მომხდართან დაკავშირებით, პირველ არხთან სატელეფონო კომენტარი ხაშურის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, კახა ხელაძემ გააკეთა.
„სამშობიარო მოქმედება ჩვენებებიდან გამომდინარე, საკეისრო კვეთით უნდა მომხდარიყო. საკეისრო კვეთის მსვლელობისას ტექნიკურ გართულებებს ადგილია რ ჰქონია. ბავშვი გართულებების გარეშე დაიბადა. თუმცა, ბავშის ამოყვანის შემდეგ დედას გული გაუჩერდა. ჩატარდა შესაბამისი პროცედურები, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა“, – განაცხადა ხაშურის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, კახა ხელაძემ.
როგორც კახა ხელაძემ განაცხადა, ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაყვანილია.
საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, გამოძიებას, როგორც სამართვალდამცველები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ.