ხაშურის რაიონის სოფელ მოხისთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მამაკაცი ემსხვერპლა.
გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილი ხიდიდან ე.წ. ჰესის წყლის არხში გადავარდა.
მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. ორმა მათგანმა ავტომობილიდან გადახტომა მოასწრო, სამი კი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილთა ცხედრები არხიდან სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა. სამივე გარდაცვლილი ხაშურის რაიონიდანაა.