ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
როგორც უკრაინული მედია წერს, რეგიონში საჰაერო განგაში 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ დარტყმა საცხოვრებელ სექტორზე განხორციელდა.
მისივე თქმით, დაინგრა რამდენიმე კერძო სახლი, დაშავებულთა შორის არიან 13 და 16 წლის ბავშვები.