უკრაინის ქალაქ ხარკოვში, საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან რაკეტა აფეთქდა.
შემთხვევის ამსახველ კადრებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსებიც, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.