ხარკოვში დაბომბვის შედეგად ეუთო-ს თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ეუთო-ს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მაინა ფენინა ჭურვს პირველ მარტს ემსხვერპლა. ის უკრაინაში ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის შემადგენლობაში იყო.
ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა, რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქალაქის ცენტრებში მზარდ დაბომბვებს, რაც მოქალაქეთა გარდაცვალებას და დაზიანებას იწვევს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებების და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში“, – ნათქვამია განცხადებაში.