ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, ხარკოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც თურქული მედიისთვის მუშაობდა
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, ხარკოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც თურქული მედიისთვის მუშაობდა

ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, სულ დაშავებულია 13 ადამიანი.

„დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტები არიან“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სარაკეტო დარტყმა სასტუმროს კომპლექსზე განხორციელდა, სადაც შემთხვევის მომენტისთვის 30 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე იერიში S300-ის ტიპის რაკეტებით მიიტანეს. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, სასტუმროში მხოლოდ სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.