ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და მალა როგანის მიმართულებით რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და მალა როგანის მიმართულებით რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

ხარკოვის ოლქში უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და უკვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა მალა როგანის მიმართულებით. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ იცავენ საკუთარ პოზიციებს, არამედ კონტრშეტევაზე გადადიან. მალა როგანის მიმართულებით უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი, ახლა იქ შეტაკებები გრძელდება. ბრძოლები გრძელდება იზიუმის მიმართულებითაც, იქ ჩვენს ჯარებს თავდაცვითი პოზიციები აქვთ დაკავებული“, – აცხადებს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

მისივე მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხარკოვს 24-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ამასთან, სინეგუბოვის თქმით, მართალია იყო ბევრი დანაკარგი, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქის დაცვას განაგრძობენ და არც ერთი მეტრით უკან არ იხევენ.