ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვების შედეგად ოთხი ექიმი დაიღუპა
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვების შედეგად ოთხი ექიმი დაიღუპა

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაციისას, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად, ოთხი სამედიცინო მუშაკი დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ოკუპანტები დაუნდობლად ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ხარკოვის რაიონის სოფელ სტრელეჩიეში ექიმები ცდილობდნენ პაციენტების ევაკუაციას ფსიქიატრიული საავადმყოფოდან. ევაკუაციის დროს რუსებმა მასიური დაბომბვა დაიწყეს. წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, დაიღუპა ოთხი სამედიცინო მუშაკი, დაშავდა ორი პაციენტი“, – წერს სინეგუბოვი.

სინეგუბოვის თქმით, სამედიცინო მუშაკები, დაბომბვების ქვეშაც კი, სიცოცხლის რისკის ფასად, ავადმყოფების გადარჩენას ცდილობდნენ. მისივე ინფორმაციით, განხორციელდა 30 პაციენტის ევაკუაცია, საერთო ჯამში დაწესებულებაში 600-ზე მეტი პაციენტია.