ხარკოვის მერი - მადლობელი ვარ ყველა იმ ქალაქის მერის, ვინც გვეხმარება, მათ შორის თბილისის მერის
ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა უკრაინული ტელეკომპანია „УKPAIHA 24“-ის ეთერში ხარკოვში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არსებულ რთულ ვითარებაში ხარკოვს ეხმარება.
„მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი-ვინც დღეს ამას გვაწვდის, მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველა ქალაქის მერის. მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში“, – აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.