ხარკოვის მერი – მადლობელი ვარ ყველა იმ ქალაქის მერის, ვინც გვეხმარება, მათ შორის თბილისის მერის

22:29, 05.03.2022

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა უკრაინული ტელეკომპანია „УKPAIHA 24“-ის ეთერში ხარკოვში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არსებულ რთულ ვითარებაში ხარკოვს ეხმარება.

„მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი-ვინც დღეს ამას გვაწვდის, მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველა ქალაქის მერის. მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში“, – აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მსგავსი