ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში, კუპიანსკის რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ევაკუირებულია 63 ადამიანი
ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში, კუპიანსკის რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ევაკუირებულია 63 ადამიანი

უკრაინაში, კუპიანსკის რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ევაკუირებულია 63 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი, – ამის შესახებ ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

სინეგუბოვის თქმით, ხელისუფლება აპირებს იმ ბავშვების ევაკუაციას, რომლების ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 7-10 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, მათ შორის ქალაქ კუპიანსკიდან, თუმცა ეს გადაწყვეტილება კიდევ საჭიროებს უკრაინის მთავრობის მიერ დამტკიცებას.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ახლა კუპიანსკის რაიონში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი რჩება. მანამდე, ხარკოვის მუდმივი დაბომბვის გამო, კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებული პუნქტიდან სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო.

ამასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სირსკიმ ისაუბრა რთულ ვითარებაზე, რომელიც კუპიანსკის მიმართულებით არის, სადაც, არსებული მონაცემებით, დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა.