ხარაგაულში სასწრაფო დახმარების 35 თანამშრომლის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ხარაგაულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 35 თანამშრომლის კვლევის შედეგებს ელოდებიან. მედიკოსებს კორონავირუსზე ტესტირება დღეს ჩაუტარდათ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ანალიზები გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მაღალი რისკის ჯგუფშია, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი პერიოდულად გაივლიან ტესტირებას.