ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა
ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა.
შემთხვევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომელს სატვირთო მანქანით მიწა გადაჰქონდა. სატვირთო მანქანა დაგორდა და მეორე სატვირთოს დაეჯახა.
როგორც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, ზაზა ჩიტიძემ განაცხადა, აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკა გაუმართავია და სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
„მანქანა უმეტესად ხელოსანთან დამყავდა გასაკეთებლად. ხან რა ფუჭდებოდა, ხან რა. მოძველებული ტექნიკაა და ერთ დღესაც უარი ვთქვი ჩემი სიცოცხლის რისკის ფასად დავმჯდარიყავი საჭესთან, რის გამოც დაახლოებით ათი დღის წინ სამსახურიდან გამათავისუფლეს. ზუსტად იმ მანქანას ვმართავდი, რომელშიც დღეს ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა“, – ამბობს ზაზა ჩიტიძე.