ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საყოველთაო სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხარაგაულის მერიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, დეზინფექცია ჩაუტარდა დაბაში მდებარე ყველა სასურსათო მაღაზიას, აფთიაქსა და საჯარო დაწესებულებას.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად გაგრძელდება და მის მიმდინარეობას ჯანდაცვის ცენტრი გაუწევს მონიტორინგს.

მათივე ინფორმაციით, მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება, სადაც ისმენენ ინფორმაციას ხარაგაულში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„დაბის ქუჩებში პერიოდულად რიგდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სარეკომენდაციო ბუკლეტები. ხარაგაულში თვითიზოლაციაში 12 მოქალაქეა. ერთი კი კარანტინში.

მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ ყავს არც ერთი ინფიცირებული პაციენტი. სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე სრულ მონიტორინგს ახორციელებს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, – აცხადებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.