ხანძრის შედეგად დაზარალებულ ღვინჯილიების ოჯახს ზუგდიდის მერია დაეხმარება
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ღვინჯილიების ოჯახს ზუგდიდის მერია დაეხმარება

ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ბესიკ ღვინჯილიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა იმყოფებოდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაიზერ ნანავამ აღნიშნა, მერია ღვინჯილიების ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ასევე, ქირის თანხას გადაუხდის.

მისივე თქმით, 2019 წლის იანვრიდან კი ოჯახს შესაძლებლობა ექნება, უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთოს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მეზობლების თქმით, ღვინჯილიების ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლიც დაიწვა, სოციალურად დაუცველია.