ვარკეთილში, შერეულ ბაზრობაზე ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით გათიშულია ელექტროენერგია. ახლომდებარე კორპუსებიდან მოსახლეობა გაიყვანეს.
ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.