„ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო ტაილანდში გამგზავრების გამო პარტიიდან გარიცხეს
„ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო ტაილანდში გამგზავრების გამო პარტიიდან გარიცხეს

უკრაინის სახალხო დეპუტატი, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო ტაილანდში გამგზავრების გამო პარტიიდან გარიცხეს.

როგორც ტაილანდში უკრაინის საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტიშჩენკოს 27 იანვარს ბანგკოკში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

ნიკოლაი ტიშჩენკოს ტაილანდში გამგზავრებას გამოემხაურა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და პარტიის თავმჯდომარე ოლენა შულიაკს მისი პარტიიდან გარიცხვისკენ მოუწოდა.

„ვხედავ, რომ ყველას არ ესმის, რას უნდა აკეთებდნენ სახალხო დეპუტატები ომის დროს. ამიტომ ვამზადებთ რიგ საკადრო გადაწყვეტილებებს: 1. „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან ნიკოლაი ტიშჩენკოს გათავისუფლება; 2. ვიწვევთ სასწრაფო სხდომას, რათა გავრიცხოთ ის ჩვენი ფრაქციის შემადგენლობიდან; 3. მივმართავ ოლენა შულიაკს პარტიიდან „ხალხის მსახური“ მისი გარიცხვის თხოვნით. დარწმუნებული ვარ, არავის სჭირდება განმარტება, რისთვის. ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ყველა საბოლოოდ გაიგებს, რაში მდგომარეობს ომში მონაწილე ქვეყნის დეპუტატის მუშაობა“, – წერს არახამია „ტელეგრამარხში“.

მოგვიანებით, პარტიის წარმომადგენელმა, იულია პალიჩუკმა განაცხადა, რომ ნიკოლაი ტიშჩენკო პარტია „ხალხის მსახურიდან“ გარიცხეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ნიკოლა ტიშჩენკოს შვილის ნათლიაა.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით და პეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინელ სახლმწიფო მოხელეებს, მათ შორის დეპუტატებს საომარი მდგომარეობის პერიოდში ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ, გამონაკლისს მხოლოდ სამსახურებივი მივლინებები წარმოადგენს.