დანა ვაიტის დაუღალავი მცდელობის მიუხედავად, როგორც ჩანს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლას კვლავ ვერ იხილავენ.
ერთადერთ პრობლემას ხაბიბის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა წარმოადგენდა, რომელიც თითქოს მოგვარდა. რუსეთის საჰაერო სააგენტოს სააგენტომ განაცხადა, რომ მზად არის ხაბიბი კერძო თვითმფრინავით ამერიკაში ჩაიყვანოს. თუმცა, მოგვიანებით ნურმაგომედვომა ინსტაგრამზე სტატუსი გამოაქვეყნა. დაღესტნელი აცხადებს, რომ თვითიზოლაციის დარღვევას და ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ აპირებს.