ტონი ფერგიუსონმა საავადმყოფოდან სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო]
ტონი ფერგიუსონმა საავადმყოფოდან სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო]

ტონი ფერგიუსონი რვა წლის შემდეგ პირველად დამარცხდა. „ელ კუკუი“ „იუ-ეფ-სი 249-ზე“ (UFC 249) მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ფერგიუსონმა თავის არეში 100-ზე მეტი დარტყმა მიიღო, რამაც მისი ორბიტალური ძვლის მოტეხილობა გამოიწვია. მიუხედავად საკმაოდ მძიმე დაზიანებებისა, ტონიმ სოციალურ ქსელში ფანებისთვის ძალიან სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ცეკვავს.