ტონი ფერგიუსონს ოპერაცია აღარ დასჭირდა
ტონი ფერგიუსონს ოპერაცია აღარ დასჭირდა

ტონი ფერგიუსონს ექიმებმა საკმაოდ კარგი ინფორმაცია მიაწოდეს. „ელ კუკუის“ ორბიტალურ ძვალზე ოპერაცია აღარ დასჭირდება.

ფერგიუსონმა აღნიშნული ძვლის მოტეხილობა „იუ-ეფ-სი 249-ზე“ (UFC 249) ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის დროს მიიღო. მთავარმა მსაჯმა ჰერბ დინმა დაპირისპირება მეხუთე რაუნდში შეაჩერა. როგორც შემდგომ გაირკვა ტონიმ თავის არეში 100-ზე მეტი დარტყმა მიიღო. მიუხედავად ამისა „ელ კუკუი“ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოების გამოქვეყნებას განაგრძობს. ტონი ოქტაგონზე დაბრუნებას მინიმუმ 60 დღე ვერ შეძლებს.

რაც შეეხება ჯასტინ გეიჯის, „ჰაილაითს“ ფერგიუსონის დამარცხების შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა მოუწევს. დიდი ალბათობით აღნიშნული დაპირისპირება სექტემბერში გაიმართება.

დატოვე კომენტარი