დანა ვაიტი ადასტურებს - ტონი ფერგიუსონისთვის ახალ მეტოქეს ვეძებთ, პორიესთან ბრძოლა აღარ შედგება
დანა ვაიტი ადასტურებს - ტონი ფერგიუსონისთვის ახალ მეტოქეს ვეძებთ, პორიესთან ბრძოლა აღარ შედგება

დასტინ პორიესა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა ოფიციალურად ჩაიშალა. აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დაადასტურა.

როგორც გაირკვა ბრძოლასთან დაკავშირებით გამართულმა მოლაპარაკებებმა დასტინ პორიესთან წარუმატებლად ჩაიარა, რის გამოც ამ ძალიან საინტერესო ბრძოლის ჩატარება შეუძლებელი გახდა. გაირკვა, რომ „ბრილიანტი” პრომოუშენის მიერ შეთავაზებული ჰონორარით უკმაყოფილო დარჩა.

დანა ვაიტის თქმით ორგანიზაციაში ამჟამად აქტიურად მუშაობენ ტონი ფერგიუსონისთვის ახალი მეტოქის მოსაძებნად.

შეგახსენებთ, რომ ტონიმ მიმდინარე წლის მაისში დროებითი ტიტულისთვის გამართულ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან წააგო.