ჯასტინ გეიჯიმ ახსნა, თუ რატომ არ იყენებს ბრძოლის დროს ჭიდაობას (ვიდეო)
ჯასტინ გეიჯიმ ახსნა, თუ რატომ არ იყენებს ბრძოლის დროს ჭიდაობას (ვიდეო)

მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინ გეიჯი ადრეულ ასაკში ჭიდაობდა, ჯერჯერობით აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) დროებით ჩემპიონს კარიერის არც ერთ ბრძოლაში ჭიდაობა არ გამოუყენებია.

ბრენდან შაუბთან (Below the Belt) სტუმრობისას გეიჯიმ ახსნა, თუ რატომ არ იყენებს ბრძოლის დროს ჭიდაობის გამოცდილებას.

„მე ყოველთვის ვიყავი შერეულ ორთაბრძოლებში ჭიდაობის გამოყენების წინააღმდეგი, რადგან ეს ძალიან ბევრ ენერგიას მაცლის. ჭიდაობის შვიდწუთიანი ბრძოლის შემდეგ ტატამიდან ძლივს ვახერხებდი გასვლას. ისე ვიღლებოდი, რომ სიარული თითქმის შეუძლებელი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯი, დიდი ალბათობით 19 სექტემბერს, აბუ დაბიში ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. გეიჯის ჭიდაობის გამოცდილება დაუმარცხებელ ჩემპიონთან ბრძოლაში ძალიან გამოადგება.