დანა ვაიტი - ხაბიბის და გეიჯის ბრძოლის გამართვა სექტემბერში გვსურს
დანა ვაიტი - ხაბიბის და გეიჯის ბრძოლის გამართვა სექტემბერში გვსურს

ჯასტინ გეიჯიმ რამდენიმე დღის წინ ჯექსონვილში მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ტიტული ტონი ფერგიუსონის დამარცხებით მოიპოვა. შესაძლოა „ჰაილაითს“ ოქტაგონზე დაბრუნება სულ მალე, სამ თვეში მოუწიოს. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დანა ვაიტი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის ჩატარებას ნამდვილი ტიტულისთვის სექტემბერში გეგმავს.

დაღესტნელმა ჩემპიონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რამადანის დასრულებისთანავე (23 მაისი) ის მზადაა ბრძოლისთვის მზადება დაიწყოს. დანა ვაიტმა კი ჯექსონვილში გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ გეგმაში სწორედ სექტემბერია.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად იმოქმედებს ხაბიბის მამის მდგომარეობა აღნიშნული დაპირისპირების გამართვაზე. ნურმაგომედოვის მამა გუშინ კლინიკურ კომაში იმყოფებოდა, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.