ხაბიბ ნურმაგომედოვმა ტონი ფერგიუსონი გაამხნევა
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ტონი ფერგიუსონი გაამხნევა

ტონი ფერგიუსონმა გამარჯვებების სერია ჯექსონვილში 10 მაისს შეწყვიტა. „ელ კუკუიმ“ UFC 249- ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულისთვის გამართული ბრძოლა ჯასტინ გეიჯისთან გამართა და მარცხი იწვნია.

თავდაპირველად UFC 249-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირება იყო დაგეგმილი, თუმცა აღნიშნული ბრძოლა მეხუთედ გადაიდო. ამ შემთხვევაში მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა.

სწორედ მეხუთედ გადადებული ბრძოლის შემდეგ დათანხმდა ტონი ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლას და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებას მოგვიანებით დივიზიონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა და „ელ კუკუი“ გაამხნევა.

„რაც უკვე მოხდა წარსულია და ვერ შეცვლი. თავი მაღლა ტონი. იმედი მაქვს შენ და შენს ოჯახს ყველაფერი კარგად გაქვთ. როდესაც შენი შვილი გაიზრდება, აუცილებლად იამაყებს შენით.”- წერს ნურმაგომედოვი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.