აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ღონისძიებაზე ყველაზე მეტი თანხა ტონი ფერგიუსონმა გამოიმუშავა

11:23, 12.05.2020

ცნობილი გახდა თუ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა ჯექსონვილში, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პირველ ღონისძიებაზე პანდემიის პირობებში.

იუ-ეფ-სი 249-ის“ (UFC 249) მთავარი ბრძოლა მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯისა (22-2) და ტონი ფერგიუსონს (25-4) შორის გაიმართა. ქამართან ერთად გეიჯიმ $350 000 დოლარი გამოიმუშავა. რაც შეეხება „ელ კუკუის“, მარცხის მიუხედავად მან ღონისძიებაზე ყველაზე მეტი $500 000 დოლარი მიიღო.

მეორე სატიტულო ბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსა (16-2) და დომინიკ კრუზს (22-3) შორის ჩატარდა. სეხუდომ მეტოქეს მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია და გამარჯვების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ჰენრიმ $350 000 დოლარი გამოიმუშავა. კრუზის ჰონორარმა კი $300 000 დოლარი შეადგინა. სხვა მებრძოლების გამომუშავებული თანხები კი ასე გამოიყურება.

სემ ალვეი – $65 000

რაიან სპენი – $50 000

ჩარლს როსა – $24 000

ბრაის მიჩელი – $54 000

ნიკო პრაისი – $57 000

ვისენტე ლუკე – $180 000

მიშელ ვოტერსონი – $60 000

კარლა ესპარზა – $102 000

ფაბრიციო ვერდუმი – $100 000

ალექსეი ოლეინიკი – $160 000

დონალდ სერონე – $200 000

ენტონი პეტისი – $310 000

იორგან დე კასტრო – $12 000

გრეგ ჰარდი – $180 000

ჯერემი სტეფენსი – $46 900

კელვინ კატარი – $116 100

ჯაირზინიო როზენსტრაიკი – $80 000

ფრენსის ნგანუ – $260 000

დომინიკ კრუზი – $300 000

ჰენრი სეხუდო – $350 000

ტონი ფერგიუსონი – $500 000

ჯასტინ გეიჯი – $350 000

მსგავსი