აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ღონისძიებაზე ყველაზე მეტი თანხა ტონი ფერგიუსონმა გამოიმუშავა
ცნობილი გახდა თუ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა ჯექსონვილში, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პირველ ღონისძიებაზე პანდემიის პირობებში.
„იუ-ეფ-სი 249-ის“ (UFC 249) მთავარი ბრძოლა მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯისა (22-2) და ტონი ფერგიუსონს (25-4) შორის გაიმართა. ქამართან ერთად გეიჯიმ $350 000 დოლარი გამოიმუშავა. რაც შეეხება „ელ კუკუის“, მარცხის მიუხედავად მან ღონისძიებაზე ყველაზე მეტი $500 000 დოლარი მიიღო.
მეორე სატიტულო ბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსა (16-2) და დომინიკ კრუზს (22-3) შორის ჩატარდა. სეხუდომ მეტოქეს მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია და გამარჯვების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ჰენრიმ $350 000 დოლარი გამოიმუშავა. კრუზის ჰონორარმა კი $300 000 დოლარი შეადგინა. სხვა მებრძოლების გამომუშავებული თანხები კი ასე გამოიყურება.
სემ ალვეი – $65 000
რაიან სპენი – $50 000
ჩარლს როსა – $24 000
ბრაის მიჩელი – $54 000
ნიკო პრაისი – $57 000
ვისენტე ლუკე – $180 000
მიშელ ვოტერსონი – $60 000
კარლა ესპარზა – $102 000
ფაბრიციო ვერდუმი – $100 000
ალექსეი ოლეინიკი – $160 000
დონალდ სერონე – $200 000
ენტონი პეტისი – $310 000
იორგან დე კასტრო – $12 000
გრეგ ჰარდი – $180 000
ჯერემი სტეფენსი – $46 900
კელვინ კატარი – $116 100
ჯაირზინიო როზენსტრაიკი – $80 000
ფრენსის ნგანუ – $260 000
დომინიკ კრუზი – $300 000
ჰენრი სეხუდო – $350 000
ტონი ფერგიუსონი – $500 000
ჯასტინ გეიჯი – $350 000