კენტუკის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
კენტუკის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ექვსი ბავშვი.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, შტატში კვლავაც საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი და მსხვერპლთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელია.
წყალდიდობა შტატში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები. დაზიანებულია ელექტრო ქსელები, ათასობით აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი.
მაშველები აგრძელებენ დატბორილი დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაციას. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარებისთვის საჭირო თანხების ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფის განკარგულება გასცა.