კენიაში გადაუღებელი წვიმების გამო, წყალმა კაშხლის ჯებირი გაარღვია, არის მსხვერპლი
კენიაში კაშხლის ჯებირის გარღვევას სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით პირი.
წითელმა ჯვარმა 39 ადამიანის გადარჩენა შეძლო.
წყლის მასამ 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. თვითმხილველთა განცხადებით, დამცავი ჯებირის გარღვევამდე აფეთქების მსგავსი ხმა შემოესმათ.
კაშხალი დედაქალაქ ნაირობიდან 200 კილომეტრის დაშორებით, სოლაის დასახლებაში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ აფრიკაში ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაუღებელი წვიმები იყო, რამაც რეზერვუარში წყლის დონის მატება გამოიწვია.
მიყენებული ზარალის ოდენობა, წინასწარი შეფასებით 10 მილიონ დოლარს აღწევს.