კენიაში გადაუღებელი წვიმების გამო, წყალმა კაშხლის ჯებირი გაარღვია, არის მსხვერპლი

12:41, 10.05.2018

კენიაში კაშხლის ჯებირის გარღვევას  სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით პირი.

წითელმა ჯვარმა 39 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

წყლის მასამ 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. თვითმხილველთა განცხადებით, დამცავი ჯებირის გარღვევამდე აფეთქების მსგავსი ხმა შემოესმათ.

კაშხალი დედაქალაქ ნაირობიდან 200 კილომეტრის დაშორებით, სოლაის დასახლებაში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ აფრიკაში ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაუღებელი წვიმები იყო, რამაც რეზერვუარში წყლის დონის მატება გამოიწვია.

მიყენებული ზარალის ოდენობა, წინასწარი შეფასებით 10 მილიონ დოლარს აღწევს.

მსგავსი