კელი დეგნანმა ყვარლის პირველი სკოლის ევროკლუბში ამერიკული თარო გახსნა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ყვარლის პირველი საშუალო სკოლის ევროკლუბში ამერიკული თარო გახსნა.
ამერიკული თარო საქართველოში 15 ამერიკული სივრცის ქსელის ნაწილია, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. სივრცე მკითხველს აწვდის ინფორმაციას, სთავაზობს მათ მრავალფეროვან რესურსსა და აქტივობებს.
„დღეს ჩვენ მოწმენი გავხდით ამერიკული თაროს გახსნის, რომელიც ქალაქის, ხელმძღვანელობის, სკოლის და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით გახდა შესაძელებელი. ყვარლის პირველ სკოლაში იქნება სივრცე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სტუმრებს, გაეცნონ ამერიკულ კულტურას, ისტორიას, დახვეწონ ინგლისური ენა. ამავდროულად, გაეცნონ რესურსებს ამერიკაში სწავლასთან დაკავშირებით. მადლიერებას გამოვხატავ ამ მნიშვენლოვანი საქმის გამო“, – განაცხადა კელი დეგნანმა.