საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისში ფერმერს, რატი როსტომაშვილს ესტუმრა, რომელმაც ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით თანადაფინანსება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობას“ ფარგლებში მოიპოვა.
კელი დეგნანმა დაათვალიერა მესაქონლეობის ფერმა და პროდუქცია დააგემოვნა.
„აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მეცხოველეობის მოდერნიზებას, ცხოველთა ჯანმრთელობის და ჰიგიენის გაუმჯობესებას. ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით, ფერმა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის რძის, ასევე ცხოველთა საკვების წარმოებას და აქ დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელშეწყობით, რატი როსტომაშვილი ფერმის გააფართოებას და მოდერნიზებას გეგმავს, ინვესტიციის სრული ღირებულება 157 000 აშშ დოლარს შეადგენს.