კელი დეგნანი - წვრთნა მნიშვნელოვანია, რათა შევაჩეროთ ჩვენი მტრები, გავაძლიეროთ სულისკვეთება
ჩემთვის დიდი პატივია, აქ ვიყო დღეს და აღვნიშნო ის წარმატებული დასასრული სამხედრო სწავლებისა „მტკიცე სული-2021“ ნამდვილად ეს თქვენი არნახულად კარგი, შთამბეჭდავი მონაწილეობა აღსანიშნავია და დიდებულია,15 ქვეყნის მისიის მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit – 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნებია, ეს გამოწვევის დროა, როდესაც სწორედ ნამდვილი პარტნიორები, ნამდვილი მეგობრები გამოდიან წინა პლანზე და ამის დემონსტრირებას ახდენს, რომ ეს არის ნამდვილად ამ პარტნიორობის, ამ მეგობრობის გზაზე დამდგარი.
„დიდი მადლობა ასევე მათ, ვინც დაგეგმეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ნატო-ს წარმომადგენლებს, შეერთებული შტატების წარმომადგენლებს და ყველა, ყველა იმ ერთეულს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ძალზე რთულ წვრთნებში. რასაკვირველია, ეს იყო წვრთნები, რომელსაც უსაფრთხოების და უშიშროების ამოცანები ჰქონდა მიზნად და რასაკვირველია, ეს ყველაფერი ემსახურება მსოფლიოს სტაბილურობას. ხვალ მეთხუთმეტე წელია, ტრაგიკული თარიღის დასაწყისისა. აღსანიშნავია და ალბათ ეს წვრთნები სწორედ იმაზე მიუთითებენ, რომ საქართველომ არნახულად დიდი პროგრესი განიცადა ამ თავის აღმავალ გზაზე და თითოეული თქვენგანი, ვინც აქ დგას, თქვენი აქ დასწრება მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საგანგებო მნიშვნელობა გაქვთ და ამ წვრთნას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. სს აძლიერებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენს მოვალეობას და რასაკვირველია, ჩვენ ამითი შევბორკავთ აგრესიას. თითოეული თქვენგანი ამას გააკეთებს და აღნიშნული წვრთნა არნახულად მნიშვნელოვანია, რათა შევაჩეროთ ჩვენი მტრები, ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ და თქვენი მოქალაქეები, თქვენი ჯარისკაცები, საქართველოს მივმართავ, ნამდვილად გააძლიერებენ თავის მოქნილობას, უნარს. ოპერატიული ძალები, საქართველოს ეროვნული გვარდია და სამხედრო შენაერთები, ის ორგანო, რომელიც ატარებს გენერალ მაზნიაშვილის სახელს, კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამტკიცებს კავშირებს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა გაერთიანებებს, დაწესებულებებს შორის. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ამ კავშირში და შესაბამისად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ კავშირებს. გავითავისებთ, როგორც გაღებულ წვლილს, ასევე ჩვენს მიღწეულ წარმატებას. გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ელჩმა.