კელი დეგნანი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
ელჩი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის გამოძიების შესახებ კომენტარისგან თავს იკავებს.
„ეს არის მიმდინარე გამოძიება. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, კომენტარი გავაკეთო მიმდინარე გამოძიებაზე. მინდა, მივუსამძიმრო თამარის ოჯახსა და მეგობრებს. არაფერია შვილის დაკარგვაზე ტრაგიკული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.