კელი დეგნანი - საქართველო წლების განმავლობაში იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის, სამწუხაროა, რომ ზოგიერთს სურს, ხელი შეუშალოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
საქართველო წლების განმავლობაში იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთს სურს, ძალადობის გამოყენებით ხელი შეუშალოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა, თავისუფალი შეკრების და გამოხატვის უფლება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი ნება.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, დაიცვან ადამიანები, თავისუფალი შეკრების, აზრის გამოხატვის უფლება. დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანების ფუნდამენტური უფლებაა, გამოხატონ საკუთარი ნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.