კელი დეგნანი სანქციებზე - ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა
კელი დეგნანი სანქციებზე - ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა

ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა, – ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილისა და სხვებისთვის სანქციების დაწესების მოწოდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა. ვიცი, რომ ქალბატონი ფონ კრამონი საქართველოს მომავლის დიდი გულშემატკივარია. ის საქართველოს დიდი მეგობარია. მისი შეხედულებები შესაძლოა, განსხვავდება მმართველი პარტიის შეხედულებებისგან, მაგრამ მას ნამდვილად შესტკივა გული ამ ქვეყანაზე. ჩვენ წინასწარ არ განვიხილავთ სანქციებს. როდესაც ხდება სანქციების დაწესება, მაშინ ქვეყნდება ინფორმაცია სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე“, – აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.