კელი დეგნანი - როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ, ახლა ნებისმიერი უთანხმოება მხოლოდ რუსეთის მიზნებს ემსახურება
ახლა ნებისმიერი უთანხმოება საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის მიზნებს ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საქართველოსა და უკრაინის ერთად დგომა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება და აძლიერებს უკრაინისადმი მხარდაჭერას და საქართველოსა და უკრაინას შორის ხანგრძლივ მეგობრობას. ახლა, როგორც არასდროს, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, თუ რას ნიშნავს, იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ. ახლა ნებისმიერი უთანხმოება საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.