კელი დეგნანი - რიგგარეშე ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების, პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია, ისევე როგორც მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი
ვცდილობთ, დავეხმაროთ მხარეებს ჩემს ევროკავშირელ კოლეგასთან ერთად, რადგან ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთგაგებას, განსხვავებული პოზიციების შეჯერებას და შეთანხმების მიღწევას, რაც ნამდვილად საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებშია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია.
„რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ამომრჩეველთა მოსაზრებები. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება. 4-5 თვეა, ვცდილობთ, დავეხმაროთ მხარეებს ჩემს ევროკავშირელ კოლეგასთან ერთად, რადგან ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთგაგებას, განსხვავებული პოზიციების შეჯერებას და შეთანხმების მიღწევას, რაც ნამდვილად საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებშია. ეს არის ის, რაც მათ უნდა აკეთონ მრავალპარტიულ პარლამენტში. ეს არის, რაც მათ უნდა აკეთონ, როდესაც საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში ან ევროკავშირში. ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლებიც კომპრომისს საჭიროებენ და ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში მჯერა, რომ მხარეები მიაღწევენ კომპრომისს და გადადგამენ რთულ ნაბიჯს ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.