საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ესტუმრა და მოსამართლეებს შეხვდა.
„დამოუკიდებელი, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქნება ეს ადამიანის უფლებების დასაცავად, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის თუ საქართველოს მთავრობისთვის, რომ მათ მიაღწიონ გაცხადებულ მიზანს უფრო ღრმა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღეს კანონის უზენაესობის განმტკიცების ძალისხმევასა და სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ელჩი დეგნანი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეებსა და თანამშრომლებს ესაუბრა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.