კელი დეგნანი - NDI-ს ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ სადამკვირვებლო პროცესში ისინი სრულად იქნებიან ჩართული
„NDI-ს ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ ისინი იქნებიან სრულად ჩართული სადამკვირვებლო პროცესში. ისევე როგორც ბოლო 25 წლის მანძილზე ისინი მონაწილეობდნენ მონიტორინგის მისაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კოვიდსიტუაციის გათვალისწინებუთ, მათ შეიმუშავეს გარკვეული მიდგომა, რომელიც საშუალებას იძლევა, არჩევნზებზე დაკვირვების პროცესში ორგანიზაციის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული.
„NDI-ს ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ ისინი იქნებიან სრულად ჩართული სადამკვირვებლო პროცესში. ისევე როგორც ბოლო 25 წლის მანძილზე ისინი მონაწილეობდნენ მონიტორინგის მისაში. NDI პროფესიონალების გუნდისგან შედგება, რომლებმაც საქართველო ძალიან კარგად იციან. ბოლო 25 წლის მანძილზე თითქმის ყველა არჩევნებში მინაწილეობა აქვთ მიღებული სადამკვირვებლო მისიებში. ამ ჯერზე, კოვიდსიტუაციის გათვალისწინებუთ, მათ შეიმუშავეს გარკვეული მიდგომა, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლებათ ამავდროულად დაიცვან ჯანმრთელობა და უსაფრთხიება თავისი თანამშრომლების. თუმცა ანალოგიურად ჩართულნი იყვნენ პროცესებში. როგორც მათ განაცხადეს, ადგილზე იქნება ჯგუფები, რომლების პროცესებს დააკვირდებიან და ისინი მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იქნებიან, მათთან ვინც საქართველოში არ იქნება. გაკეთდება იგივე სახის შეფასებები და ჩატარდება ის სამუშაო, რაც აქამდე ტარდებოდა. ასე, რომ არანაირ შემცირება სამუშაოს ან ჩართულობის ინტენსივობაში ჩემი აზრით მისალოდნელი არ არის. საქართებლოს გაუმართლა, რომ ადგილზე არიან ძალიან ბევრი გამოცდილი დამკვირვებლები, რომლებიც მთელი თავისი ენერგიით და ცოდნით დააკვირდებიან პროცეს. ჩვენის მხრიდან, საერთაშორისო საზოგადოება და საელჩოები პროცესში ჩვენ საკუთარ დამკვირვებლებს განვამწესებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.