კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პირველ ადგილზე აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს
კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პირველ ადგილზე აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ამაყია, რომ მხარს უჭერდა „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებულ სამუშაოს, რაც საბოლოოდ კოდექსის მიღებით დასრულდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პირველ ადგილზე აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი, საეტაპო ღონისძიებაა და მიხარია, რომ სხვებთან ერთად, ვინც ამ საკითხზე ბევრს მუშაობდა, მეც ვზეიმობ საქართველოს „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ დამტკიცებას. ამ კოდექსზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა პარლამენტში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. აშშ ამაყია, რომ მხარს უჭერდა ამ სამუშაოს, რაც საბოლოოდ კოდექსის მიღებით დასრულდა.

„იუესაიდი“, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, რეგიონული იურიდიული მრჩეველი – ყველა უჭერდა მხარს ამ კოდექსს, უტარებდა ტრენინგებს სიციალურ მუშაკებს, ვეხმარებოდით მუნიციპალიტეტებს ტრენინგებში, რათა მათ უკეთ გაეგოთ კოდექსის არსი და როგორ უნდა შესრულდეს ის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს კოდექსი უპირველეს ადგილზე აყენებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს. ეს ხდება გაერო-ს ბავშვთა კონვენციის ჩარჩოში და საზოგადოებაში ოჯახის როლის გათვალისწინებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.