კელი დეგნანი - მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ვწუხვარ, თუ ზოგიერთ მედიას არ ეძლევა ამის საშუალება
მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ვწუხვარ, თუ ზოგიერთ მედიას არ ეძლევა ამის საშუალება, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ეხებოდა ბინათმშენებლობის პროექტის „ჯარის ქალაქის“ სამშენებლო პროცესის ღონისძიებას, სადაც მთავრობამ რამდენიმე მედიასაშუალება არ მიიწვია.
„ცხადია, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერ პასუხისმგებლობიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. სწორედ ასე იღებს ხალხი ინფორმაციას და შეუძლია, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ვწუხვარ, თუ ზოგიერთ მედიას არ ეძლევა ამის საშუალება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.