კელი დეგნანი - იმედგაცრუებულები ვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი დაჩქარებით გაგრძელდა
კელი დეგნანი - იმედგაცრუებულები ვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი დაჩქარებით გაგრძელდა

იმედგაცრუებულები ვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით, მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა პრიორიტეტი, რაზეც უნდა მოხდეს რეაგირება და არ ხდება, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ პროცესის დაჩქარება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი ვაკანტური პოზიციაა არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია უკვე თვეების მანძილზე. რატომღაც, არავინ ჩქარობს, შეივსოს ეს პოზიციები მაშინ, როდესაც მათი დანიშნულება გახლავთ ის, რომ ისინი წარმოადგენდნენ ხალხის აზრს და ხედვებს სასამართლო სისტემაში. შესაბამისად, რთული ასახსნელია.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ იმას, რომ მნიშვნელოვანი იყო განხორციელებულიყო ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა. ამაზე თანხმდება ყველა, რომ მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.