საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გურიაში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს“ ესტუმრა.
„შეერთებულმა შტატებმა მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ამით, ასევე, ვეხმარებით ბიზნესებს გაფართოებასა და მთავარ სეგმენტებში სამუშაო ძალის განვითარებას. დღეს ელჩი დეგნანი ეწვია საელჩოს ერთ-ერთ პარტნიორ ცენტრ „ჰორიზონტს“, რომელიც ერთადერთი პროფესიული კოლეჯია გურიის რაიონში. განათლების სფეროში ტექნიკურ ძალისხმევასთან ერთად, ინგლისური ენის პროგრამის გაძლიერებისთვის და ინგლისური ენის ბიბლიოთეკის შესაქმნელად „ჰორიზონტმა“ მჭიდროდ ითანამშრომლა მშვიდობის კორპუსთან. USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის ფარგლებში კი, „ჰორიზონტს“ გადაეცა საკერავი დანადგარები, საგანმანათლებლო აღჭურვილობა და ჩაუტარდა ტრენინგები მასწავლებლებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.