კელი დეგნანი - გრიგოლ ვაშაძე არის გამორჩეული ქართველი, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით
გრიგოლ ვაშაძე არის გამორჩეული ქართველი, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებასთან დაკავშირებით.
„ბატონი ვაშაძე არის გამორჩეული ქართველი, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით. ის იყო თავისი პარტიისა და ქვეყნის ინტერესების ძლიერი დამცველი. მე ძალიან ვამაყობ, რომ ვიცნობ ბატონ ვაშაძეს და ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ვფიქრობ, საქართველო ძალინ უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს გრიგოლ ვაშაძის მსგავსი გამორჩეული და ერთგული ლიდერები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.