კელი დეგნანი - ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით შეიქმნება სამუშაო ადგილები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის, ვიმედოვნებთ, იქნება მეტი შესაძლებლობა, რათა პორტი უფრო გაფართოვდეს
კელი დეგნანი - ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით შეიქმნება სამუშაო ადგილები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის, ვიმედოვნებთ, იქნება მეტი შესაძლებლობა, რათა პორტი უფრო გაფართოვდეს

მოხარული ვართ, რომ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით შეიქმნება სამუშაო ადგილები სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის, ვიმედოვნებთ, შეიქმნება მეტი შესაძლებლობა, რომ პორტი უფრო გაფართოვდეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის უზარმაზარი წარმატების ისტორია საქართველოსთვის, ისევე როგორც აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის.

„აშშ-მა მხარი დაუჭირა ამ პროექტს 50 მილიონი დოლარის სესხით საერთაშორისო განვითარების ფინანსური თანამშრომლობის მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ პროექტის გახსნას. პორტის აქციონერები არიან როგორც ქართველები, ასევე ამერიკელები და ეს მართლაც არის როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის წარმატება.

გაფართოებულ პორტს აქვს ტვირთების მიღების გაორმაგებული შესაძლებლობა ამ ადგილას და ეს საქართველოსთვის არის დიდი შესაძლებლობა განახორციელოს მისი ამოცანა, გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საქმიანობის ეფექტური ცენტრი, ცენტრალური აზიიდან ჩაიტანოს საქონელი ევროპაში ფოთის პორტის გავლით.

აშშ ძალიან მოხარულია, რომ არის ამის ნაწილი. ეს არის ერთი მაგალითი საერთაშორისო განვითარების ფინანსური თანამშრომლობის მხარდაჭერის საქართველოს მიმართ ბოლო 20 წლის განმავლობაში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს გაფართოება შექმნის კარგ სამუშაო ადგილებს სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის და ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ამ პორტისთვის, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.