კელი დეგნანი - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებისთვის ძალიან ძლიერ მისიას აგზავნის
გავიგე ძალიან კარგი ამბავი, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აგზავნის საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებისთვის ძალიან ძლიერ მისიას როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მონიტორინგისთვის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე დაკვირვებისთვის ხმის მიცემის დღეს აშშ-ის საელჩო წარმომადგენლებს გაგზავნის.
„დამატებით, როგორც ყოველთვის, საელჩოს წარმომადგენლებს გავაგზავნით არჩევნებზე დაკვირვებისთვის ხმის მიცემის დღეს. ასევე იქნებიან საქართველოში მყოფი ადგილობრივი, პროფესიონალი და გამოცდილი დამკვირვებლები. „აირაი“ და „ენდიაი“ ჩართული იქნებიან მონიტორინგში. მათ დაკვირვებისა და საქართველოში არჩევნებში ჩართულობის დიდი გამოცდილება აქვთ და ისინი ახლაც არ გამოტოვებენ ამ შესაძლებლობას, დააკვირდნენ არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ისინი უკვე მუშაობენ მათი მონიტორინგის ჯგუფების შემადგენლობის ფორმირებაზე. ჩვენ ველოდებით მეტ რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, თუ რა ზომების დაცვა იქნება აუცილებელი, რათა ყველა მონიტორინგის მისიამ და ამომრჩევლებმაც შეძლონ საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოდ მისვლა“,- განაცხადა კელი დეგნანმა.