კელი დეგნანი - ჩვენ მოხარული ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეფორმის ხილვით
ჩვენ ძალიან მოხარული ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეფორმის ხილვით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, კანონში არ არის გათვალისწინებული ყველა რჩევა, თუმცა მნიშვნელოვანი გაუჯობესებაა.
„მართალია, კანონი არ შეიცავდა იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ და სხვა საერთაშორისო ექსპერტები ვურჩევდით, გათვალისწინებული ყოფილიყო, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო შეტანილი. ახლა მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ზედმიწევნით განხორციელება მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში, მომავალ არჩევნებამდე, რათა ამომრჩევლებს ჰქონდეთ პირობები, გააკეთონ არჩევანი დაშინების გარეშე, თავისუფლად და სამართლიანად, რომ დარწმუნებული იყვნენ არჩევნების შედეგებში“, – განაცხადა დეგნანმა.
ელჩმა ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანიის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წარმატებული არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანია, რათა მათ იცოდნენ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როგორ მოათავსონ ურნაში უსაფრთხოდ ბიულეტენი და რა უფლებები აქვთ.