კელი დეგნანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გუშინდელ განცხადებას ლუგარის ცენტრისადმი ნდობისთვის ძირის გამოთხრის სუსტ მცდელობად მიიჩნევს
კელი დეგნანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გუშინდელ განცხადებას ლუგარის ცენტრისადმი ნდობისთვის ძირის გამოთხრის სუსტ მცდელობად მიიჩნევს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სუსტ მცდელობას უწოდებს.

ამის შესახებ ელჩმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც კელი დეგნანს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ეს არის კიდევ ერთი სუსტი მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ძირი გამოუთხარონ ნდობას, რაც ქართველებს აქვთ ლუგარის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში მომუშავე ქართველების საქმიანობის მიმართ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის შეფასებით, დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ცენტრებით ქართველებს შეუძლიათ, იამაყონ.