კელი დეგნანი - აშშ-ის მთავრობას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კვლევა დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია
კელი დეგნანი - აშშ-ის მთავრობას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კვლევა დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია

ძალიან მოხარული ვარ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფორუმის პირველ სესიაში ვმონაწილეობ, რომელიც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუესაიდ-ის პარტნიორობის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ფორუმში  – „საზოგადოებრივი აზრის ობიექტური გამოკითხვა ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მმართველობისათვის“ მიიღო მონაწილეობა და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

„ფორუმის მთავარი მიზანია, გაიზარდოს საზოგადოებრივი აზრის არაპარტიული, დამოუკიდებელი კვლევის ორგანიზაციების შესაძლებლობები და რაც მთავარია, გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რადგან ეს აძლევს მათ შესაძლებლობას, მათი აზრი, პრობლემები, თუ სხვადასხვა სახის დამოკიდებულება გაგებული იყოს“, – განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანის თქმით, დემოკრატიის განვითარებისთვის საზოგადოებრივი აზრის მიუკერძოებელი კვლევა უმნიშვნელოვანესია.

„აშშ-ის მთავრობას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კვლევა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის განვითარებისთვის, რომელიც უკეთ ასახავს მოსახლეობის პრიორიტეტებს. აზრის კვლევა მნიშვნელოვანია მოსახლეობის შეხედულებების გასაგებად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.